ხალხის ძალის“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ყველა ორგანიზაცია მით უმეტეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვა ქვეყნის ძალების მიერ უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო.
„პროცესი, რომელიც დემოკრატიასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და თავად არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ყველას თავად სთხოვდნენ გამჭვირვალე დეკლარაციები ჰქონოდათ, სადაც უზრუნველყოფილია მაგალითად პარლამენტარის, აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საჯარო მოხელის ფინანსები, საიდან ფინანსდება და რა ფინანსები აქვს. იყო რამდენიმე მიმართვა და მათი დაფინანსების გამჭვირვალობა დახურული იყო. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები გაცდნენ თავის უფლებამოსილებას რიგ შემთხვევაში და დაიწყეს პოლიტიკური განცხადებები და ხელისუფლების გადაყენებაზე საუბარი, ბევრი ეჭვები და მიზეზები არსებობდა. თუმცა ჩვენ ავიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის და ავსტრალიის პრაქტიკა ავიღეთ. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ სივრცეში მოქმედებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი დაფინანსების შესახებ, საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითისთვის, ვალდებულება ჰქონდა აკერმან ჯგუფს, ამერიკის საგადასახადო სისტემა მას ავალდებულებდა, რომ გაემჟღავნებინა დაფინანსების წყარო, ანალოგიური შემთხვევები შეიძლება, საქართველოშიც არსებობდეს. გამჭვირვალობის პროცესია, რომ ყველა მოქალაქემ ვიცოდეთ, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს. აქ აკრძალვაზე და ვინმეს შეზღუდვაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რითიც შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.