ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, მნიშვნელოვანიაისეთი გლობალური პროექტების არსებობა, რომლებიც გადის საქართველოზე. ასეთი მსოფლიოდონის პროექტები ჩვენთვის არის ნატოც, ევროკავშირის ქოლგაც და ეკონომიკური უსაფრთხოებისყველანაირი გარანტიაც, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ მსხვილი გლობალურიპროექტები ქვეყნისთვის სამხედრო უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანიც კია.
„საქართველო მონაწილეა რამდენიმე გლობალური საინვესტიციო პროექტისა, რომელიცმნიშვნელოვანი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე აზიისთვის. საქართველო დიდი ჯაჭვისპატარა, მაგრამ საკვანძო რგოლია, რომლის ამოვარდნა ამ კონფიგურაციას ტოკიოდან ლისაბონამდეკითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ამიტომ გაგვიფრთხილდნენ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურისტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, ბევრად მნიშვნელოვანია ისეთი გლობალურიპროექტების არსებობა, რომლებიც გადის საქართველოზე. ასეთი მსოფლიო დონის პროექტებიჩვენთვის არის ნატოც, ევროკავშირის ქოლგაც და ეკონომიკური უსაფრთხოების ყველანაირიგარანტიაც. როგორც უკრაინაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, მსხვილი გლობალურიპროექტები სამხედრო უსაფრთხოებაზე უფრო მნიშვნელოვანია - როგორც წესი, როტშილდების, მორგანებისა და როკფელერების კლანები თავად დაიცავენ იმ ინვესტიციას, რომელიც ჩვენსტერიტორიაზე განახორციელეს.
უკრაინის მაგალითზე, ნათლად გამოჩნდა, რომ ნატოს ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ქვეყნებიდანტანკებისა და თვითმფრინავების გასაგზავნად მსჯელობა ერთი წელი გრძელდება და ამასობაში ასიათასობით უკრაინელი იღუპება და ქვეყანა ნადგურდება. ამიტომ, ჩემი ქვეყნის მომავალი სწორედეკონომიკურ უსაფრთხოებაზე გადის“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.