შალვა პაპუაშვილი: ევროპულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც დღესაც რომ ჰკითხოთ იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება დემოკრატიის შუქურა - ეს არის რწმენის დონე, რომელსაც ფაქტებით ვეღარაფერს უზამ

ევროპულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც დღესაც რომ ჰკითხოთ იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება დემოკრატიის შუქურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დემოკრატიის სისტემა შექმნა - ეს არის რწმენის დონე, რომელსაც ფაქტებით ვეღარაფერს უზამ, რადგან ამ ადამიანებს სააკაშვილის მიმართ რწმენითი დამოკიდებულება აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მეგობრებისა და კლინიკა „ვივამედის" ექიმების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ექიმებს უნდათ, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და ძლიერი, რათა მან სასჯელი ბოლომდე მოიხადოს, ხოლო სააკაშვილს და მის მეგობრებს უნდათ, რომ ის რაც შეიძლება სუსტად იყოს, რათა რამენაირად სასჯელისგან დაიხსნან“, - დასძინა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დილემაა, რომ პარტიის ამომრჩეველი სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველია და ისინი ამ დილემიდან ვერასდროს გამოვლენ.