საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ და დაანონსებულ აქციებს ეხმაურება.
დეპუტატი ამბობს, რომ ამ აქციებსს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებიც არ უჭერენ მხარს.
„გააგრძელონ ასე. საბოლოო ჯამში კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს ამით საკუთარ მარგინალიზაციას. ამ აქციებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. მათ შორის, არ უჭერენ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებიც“, - აცხადებს იონათამიშვილი.
საყოველთაო მობილიზაციის ფონზე "ნაციონალური მოძრაობა" ხალხის შეკრებას ვერ ახერხებს. პარტია "ქართულ ოცნებასთან" აქტივისტები შეიკრიბნენ. ადგილზე არ იყვნენ ლიდერები.