დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან დახსნის სპეცოპერაცია არარეალისტურია

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან დახსნის სპეცოპერაცია არარეალისტურია

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან დახსნის სპეცოპერაცია არარეალისტურია.

„მიხეილ სააკაშვილის ქცევიდან, კადრებიდან, ასევე, ლობისტური კომპანიების აქტივობიდან, ოჯახის წევრებისა თუ პოლიტიკური მეგობრების დამოკიდებულებიდან ვაკეთებ დასკვნას, რომ ეს არის სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობიდან დახსნის, რაც არარეალისტურია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

„იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ექსკლუზიური კადრები მიაწოდეს, რომლებიც სხვადასხვა დროს, 2022 წელს არის გადაღებული.