შალვა პაპუაშვილი: კადრებით რთულია იმსჯელო ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ იყო სასამართლო, სადაც ექსპერტებმა იმსჯელეს და სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომელიც იმსახურებს სასჯელის გადავადებას

შალვა პაპუაშვილი: კადრებით რთულია იმსჯელო ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ იყო სასამართლო, სადაც ექსპერტებმა იმსჯელეს და სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომელიც იმსახურებს სასჯელის გადავადებას

კადრებით რთულია იმსჯელო ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ იყო სასამართლო პროცესი, სადაც ექსპერტებმა იმსჯელეს ამ საკითხზე და სასამართლომ დაადგინა, რომ მისი მდგომარეობა არ არის ისეთი, რომელიც იმსახურებს სასამართლოს გადავადებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კადრებითაც რთულია იმსჯელო ადამიანის ჯანმრთელობაზე, მით უმეტეს, მისი სამედიცინო მონაცემებითაც ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, ადამიანები, ვისაც სამედიცინო განათლება არ გვაქვს. სწორედ ამიტომ იყო სასამართლო პროცესი, სადაც ექსპერტებმა იმსჯელეს ამ საკითხზე და სასამართლომ დაადგინა, რომ მისი მდგომარეობა არ არის ისეთი, რომელიც იმსახურებს სასამართლოს გადავადებას. ეს ერთი. მეორე, ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ გუნდისგან, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, რომ ექიმებისა და სააკაშვილის მეგობრების ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმებს უნდათ, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და ძლიერი, რომ მოიხადოს ბოლომდე თავისი სასჯელი, ხოლო სააკაშვილსა და მის მეგობრებს უნდათ, რომ იყოს რაც შეიძლება სუსტი, რომ რამენაირად იქნებ დაიხსნან პატიმრობიდან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ექსკლუზიური კადრები მიაწოდეს, რომლებიც სხვადასხვა დროს, 2022 წელს არის გადაღებული.