სემ სმიტი Brit Awards-ზე ლატექსის გიგანტური, გაბერილი სამოსით გამოჩნდა

სემ სმიტი Brit Awards-ზე ლატექსის გიგანტური, გაბერილი სამოსით გამოჩნდა

ბრიტანეთში მუსიკალური ჯილდოების გადაცემის ცერემონია პოპსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ცერემონიაა, რომელიც დაარსებული ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციის მიერ და წარმოადგენს “გრემის” ბრიტანულ ექვივალენტს.

დაჯილდოებას ყოველწლიურად არაერთი ცნობილი არტისტი, ისევე როგორც მომღერლები და პროდიუსერები, ასევე მოწვეული სტუმრები, მსახიობები, მოდელები და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.

Brit Awards-ის 2023 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრული გამოჩენა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია, სემ სმიტის იყო. შემსრულებელმა ბრენდის Harri-ის “ოტ კუტიურ” კოლექციიდან ლატექსის სამოსი მოირგო.