ქეით მიდლტონის თბილი შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთან – “მე საკუთარ შვილებს იმას ვასწავლი, რაც თქვენ მასწავლეთ”

ქეით მიდლტონის თბილი შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთან – “მე საკუთარ შვილებს იმას ვასწავლი, რაც თქვენ მასწავლეთ”

სამეფო ოჯახის წევრების განათლება ალბათ მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო თემაა, საზოგადოება ყოველთვის ინტერესდება იმითი, თუ რომელი სკოლა, უნივერსიტეტი ან კოლეჯი დაამთავრეს სამეფო ოჯახის ამა თუ იმ  წევრებმა.

როგორ სწავლობდნენ, რა საგნებს გადიოდნენ და ასე შემდეგ. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, თუ ვინ ასწავლიდა ქეით მიდლტონს ისტორიას, ყოფილი მოსწავლისა და მასწავლებლის თბილმა შეხვედრამ ინტერნეტი მოიცვა.

79 წლის ჯიმ ემბურიმ განაცხადა, რომ ქეითი მისი ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე იყო და 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც არ უნახავს. ქეითმა კი აღნიშნა, რომ ის, რაც ჯიმმა ასწავლა მას, ამჟამად ის საკუთარ შვილებს ასწავლის. ქეითმა საკუთარი მასწავლებელი დანახვისთანავე იცნო.