რიანა ორსულადაა. ამის შესახებ ვარსკვლავმა საზოგადოებას Superbowl Halftime show-ზე გამოსვლის დროს აცნობა. როგორც გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს, შოუს მერე რიანამ ფაქტი მათთანაც დაადასტურა.
რიანამ შოუზე თავისი რამდენიმე ჰიტი შეასრულა.
რიანას პარტნიორ ASAP Rocky-თან 9 თვის ვაჟი ჰყავს. როგორც მომღერალმა შოუს შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, თავდაპირველად შოუს გამართვაზე ყოყმანობდა, თუმცა, მისი თქმით, დედობამ შთააგონა, რომ დიდ თამაშზე წარდგენილიყო.
„თავიდან ვფიქრობდი - დარწმუნებული ვარ?! უნდა მივიღო ასეთი დიდი გადაწყვეტილება?! შესაძლოა ვინანო კიდეც. თუმცა, როდესაც დედა ხდები, რაღაც ხდება და გრძნობ, რომ შეგიძლია მსოფლიო ხელში აიღო და ყველაფერი გააკეთო. სუპერ თასი კი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სცენაა. როგორი საშიშიც არ უნდა ყოფილიყო, ასეთ გამოწევებში რაღაც ამაღელვებელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემმა შვილმაც ნახოს“,- განაცხადა რიანამ.