შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს სტუმრად ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ივან იესტრჟაბი და ელჩის მოადგილე ვერონიკა სიდო ეწვივნენ. ჩეხეთის საელჩოს შუამდგომლობით, უახლოეს მომავალში შსს-ს არქივისა და ჩეხეთის ტოტალიტარული რეჟიმების შემსწავლელი ინსტიტუტის ერთობლივი გამოფენის მოწყობა იგეგმება. ჩეხეთის ელჩმა და არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა მომავალი თანამშრომლობის სხვა საკითხებიც განიხილეს.
სტუმრები არქივში არსებულ უნიკალურ დოკუმენტაციას გაეცნენ, დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც დაცულია სისხლის სამართლის საქმეები, რომელთაც წარსულში „გრიფით - საიდუმლო“ ედო. ჩეხეთის ელჩმა არქივზე და მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.