გასაოცარი არ იქნება ის, რომ ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს ვიხილოთ ისეთი ევროპარლამენტარი ან პარლამენტარები, რომლებიც ხშირად საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ რეზოლუციების ავტორები არიან და მოგვიწოდებენ ათასნაირი რჩევა-დარიგებების შესახებ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„ეს არის სამწუხარო რეალობა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც, როგორც ჩანს გარკვეული ცდუნებები სდევს ხოლმე. გასაოცარი არ იქნება ის, რომ ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს ვიხილოთ ისეთი ევროპარლამენტარი ან პარლამენტარები, რომლებიც ხშირად საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ რეზოლუციების ავტორები არიან და მოგვიწოდებენ ათასნაირი რჩევა-დარიგებების შესახებ“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. 10 თებერვალს ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში კოცოლინოს კოლეგა, ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავეს.
10 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.