ამირან სალუქვაძე: ევროპარლამენტში მიმდინარე გამოძიება გვიჩვენებს, რომ კორუფცია უცხო ხილი არაა არც განვითარებული ქვეყნებისთვის

ამირან სალუქვაძე: ევროპარლამენტში მიმდინარე გამოძიება გვიჩვენებს, რომ კორუფცია უცხო ხილი არაა არც განვითარებული ქვეყნებისთვის

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარების დაკავებას გამოეხმაურა.

„არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ბევრი ხმაურიანი საქმის მოწმენი გავხდეთ და ამ პროცესს მოჰყვეს გაგრძელება. მეორე მხრივ, ეს სკანდალი გვიჩვენებს, რომ კორუფცია უცხო ხილი არაა მათ შორის არც განვითარებული ქვეყნებისთვის და ეს უნდა გაითვალისწინონ, როცა ჩვენ გვესაუბრებიან“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. 10 თებერვალს ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში კოცოლინოს კოლეგა, ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავეს.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.