საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 12:07 საათზე, კურორტ ბახმაროდან 2 კილომეტრში მოხდა.

მისი მაგნიტუდის სიდიდე 4.4 (ML) შეადგენდა.

გარდა ამისა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, ოზურგეთთან დაფიქსირდა მომყოლი მიწისძვრაც.