ხაბეიშვილი ან ვინმე თუ დაფიქრდება, მიხვდება, რომ ქუჩა-ქუჩა ხეტიალის ნაცვლად ჯობია, დაუბრუნდეს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას და რეალური ოპონირება გასწიოს თუ ამის შნო და ლაზათი გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ნაცვლად იმისა, რომ თავისი ახალგაზრდული ჟინი და ენერგია ამ ადამიანმა, ხაბეიშვილსა და მის კოლეგებს ვგულისხმობ, სხვა რამეს მოახმარონ, დაკავებულები არიან იმით, რომ ჩვენი უმშვენიერესი სამშობლოს ერთი სოფლიდან თუ ქალაქიდან დადიან, აწუხებენ ადგილობრივებს. თუ ამაზე ახალგაზრდა კაცი, ხაბეიშვილი ან ვინმე დაფიქრდება, გაიაზრებს და უფრო ღრმად ჩაიხედავს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, მიხვდება, რომ ქუჩა-ქუჩა ხეტიალის ნაცვლად ჯობია, დაუბრუნდეს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას და რეალური ოპონირება გასწიოს თუ ამის შნო და ლაზათი გააჩნია“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.