მსახიობი ჯიმ კერი კალიფორნიაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში, მის საკუთრებაში არსებულ სასახლეს $29 მილიონად ყიდის. გაყიდვის პროცესის ხელმძღვანელი Sotheby’s International Realty-ის ინფორმაციით, ბრენტვუდის უბანში მდებარე სასახლის ფართობი 12,700 კვადრატული ფუტია (1,179 კვადრატული მეტრი).
ხუთი საძინებელი, ცხრა სააბაზანო, ჩოგბურთის კორტები, ეს ჯიმ კერის სასახლის მხოლოდ მცირე დახასიათებაა. თუმცა, აღნიშნულის გარდა, Sotheby’s International Realty-ის მიერ წარმოდგენილ სურათებში კარგად ჩანს თავად მსახიობის პერსონალური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ასევე მისი საკუთარი ხელოვნების ნიმუშებიც. მსახიობობის გარდა, ჯიმ კერი მხატვრობასა და მოქანდაკეობასაც ითავსებს, მისი ნამუშევრები კი აშშ-ისა და კანადის გალერეებშია გამოფენილი.