ჩინელმა ქალმა, რომელიც შეყვარებულმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა, პოლიცია გამოიძახა

ჩინელმა ქალმა, რომელიც შეყვარებულმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა, პოლიცია გამოიძახა

ჩინელმა ქალმა, რომელიც შეყვარებულმა 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა, პოლიცია გამოიძახა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.

ქალმა სთხოვა სამართალდამცველებს, მოეძებნათ მისი შეყვარებული და გაერკვიათ, რა გახდა განშორების მიზეზი.

გამოცემის ცნობით, პოლიციელებმა ქალის დამშვიდება სცადეს და ურჩიეს, უკვე ყოფილი შეყვარებული სოციალურ ქსელებში დაებლოკა. პოლიციელის თქმით, ასეთი კაცი ქალის ერთგულებას არ იმსახურებს.