ყველა ქვეყანა თავისი ინტერესიდან გამომდინარე ახორციელებს ამა თუ იმ ქმედებას, ასევე გავაგრძელებთ ჩვენც, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ, რომ დავიწყოთ და ვამხილოთ ყველა ქვეყანა, ვისაც ეს სტატისტიკა აქვს, რომ ისევ აგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობას, დავიწყოთ ახლა მხილება და ძაგება ამ სახელმწიფოების, ეს ხომ წარმოუდგენელია?! რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა თავისი ინტერესიდან გამომდინარე ახორციელებს ამა თუ იმ ქმედებას. დღეს ხომ ნელ-ნელა ყველა მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის უმთავრესი საკეთებელი, რომ შენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე უნდა იმოქმედო, ასევე გავაგრძელებთ ჩვენც“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
გამოცემა Politico აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითც ომის პირველი 9 თვის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთს იმაზე მეტ ფულს უხდიდა, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე, ანალოგიურ პერიოდში.