მიხეილ ყაველაშვილი: ეს იყო წინასწარ შედგენილი გეგმა თავისი რაციონით - როგორ უნდა მიეყვანა სააკაშვილს თვითდაზიანებამდე თავი, იქამდე მაინც, რომ ეს პროცესი საერთაშორისო დონეზე გასულიყო

მიხეილ ყაველაშვილი: ეს იყო წინასწარ შედგენილი გეგმა თავისი რაციონით - როგორ უნდა მიეყვანა სააკაშვილს თვითდაზიანებამდე თავი, იქამდე მაინც, რომ ეს პროცესი საერთაშორისო დონეზე გასულიყო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებას ეხება.

„უკვე ნათელია ის სურათი, რაზეც მანამდე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ერთიანი კამპანია, სპეცოპერაცია. ეს იყო წინასწარ შედგენილი გეგმა თავისი რაციონით - როგორ უნდა მიეყვანა თვითდაზიანებამდე თავი იქამდე მაინც, რომ ეს პროცესი საერთაშორისო დონეზე გასულიყო და დაეწყოთ ამაზე საუბარი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დგინდება, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას გიული ალასანიამ მილიონ დოლარამდე გადაუხადა.

სააკაშვილის ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი ნიუ-იორკში „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად გადაიღო. ორსართულიანი კერძო საცხოვრებელი, ბრონქსში მდებარეობს. სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია მითითებული. კერძო საცხოვრებელი სახლს უსაფრთხოების მიზნით სპეციალური დაცვის სამსახური აკონტროლებს. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, ცხოვრობდა თუ არა დოკუმენტებში მითითებულ სახლში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.