დისნეიმ Frozen-ის მე-3 ნაწილი დააანონსა

დისნეიმ Frozen-ის მე-3 ნაწილი დააანონსა

Disney-ის CEO-ს, ბობ იგერის, განცხადებით, Frozen-ის მე-3 ნაწილი გამოვა და ყველასათვის საყვარელი ელსა და ანა ისევ დაამშვენებენ დიდ ეკრანს სხვა პოპულარულ გმირებთან ერთად. კინოპროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი თქმით, საზოგადოებას მალე გაუზიარებენ მეტ ინფორმაციას.

Frozen-ის პირველი ნაწილი, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, წლის მულტფილმად დასახელდა და ოქროს ქანდაკების მფლობელი გახდა. ანიმაცია დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მისმა შემოსავალმა კი დისნეის ყველა რეკორდი მოხსნა და კომპანიის ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტი გახდა — ჯამში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ნახა, კერძოდ, $1,4 მილიარდი.

რაც შეეხება ანიმაციის მეორე ნაწილს, თავის წინა რეკორდს აჯობა და $1,4 მილიარდს გადააჭარბა კიდეც. ასეთი წარმატებული ფილმების შემდეგ, რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა, დისნეი მე-3 ნაწილის გადაღებასაც აპირებს, რაც ამავდროულად მაყურებელსაც გაახარებს.

მე-3 ნაწილის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მაყურებელს კი უკვე ერთი სული აქვს, გაიგოს, როგორი გაგრძელება ექნება საყვარელი გმირების ისტორიებს.