როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნებით თუ უნებლიედ ისეთი გზით წაიყვანა პროცესები, რომ საკუთარი თავიც ჩიხებში შეიყვანეს და ხელისუფლებას მოქმედებაში მეტი თავისუფლება მისცეს.
„მე ასეთი კმაყოფილი და ხელების ფშვნეტით დერეფნებში მიმავალ-მომავალი „ქართული ოცნები“ს წარმომადგენლები არ მახსენდება. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია სწორია თუ არა მათი მოქმედება. „ლელო“ მიიჩნევს, რომ სწორი არ არის მათი არც სტრატეგია, არც ტაქტიკა და არც მეთოდები, რითიც ერთმანეთს შიგნით უსწორდებოდნენ და ახლა ცდილობენ რამე შედეგს მიაღწიონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.