სააკაშვილის ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი ნიუ-იორკში - „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად გადაიღო ორსართულიანი კერძო საცხოვრებელი, რომელიც ბრონქსში მდებარეობს.
595 – 239 - ეს სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის მისმართია, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია მითითებული. კერძო საცხოვრებელ სახლს უსაფრთხოების მიზნით სპეციალური დაცვის სამსახური აკონტროლებს. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ცხოვრობდა თუ არა დოკუმენტებში მითითებულ სახლში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად გადაღებულ კადრებში ჩანს სწორედ ის სახლი, რომელიც ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ კონტარქტშია მითითებული. აღნიშნული ძვირადღირებული სახლი მიხეილ სააკაშვილის მისამართადაა მითითებული იმ ხელშკერულებაში, რომელსაც ხელს გიული ალასანია აწერს.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დგინდება, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას გიული ალასანიამ მილიონ დოლარამდე გადაუხადა.