ვიქტორ ყიფიანი: ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, როცა ვიბრძვით არა მხოლოდ სამართლისა და სამართლიანობისთვის, არა მარტო კონკრეტული შედეგისთვის, არამედ შესაძლოა, ძალიან უნიკალურ პრეცედენტს ვამკვიდრებდეთ სასამართლო პრაქტიკაში

ვიქტორ ყიფიანი: ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, როცა ვიბრძვით არა მხოლოდ სამართლისა და სამართლიანობისთვის, არა მარტო კონკრეტული შედეგისთვის, არამედ შესაძლოა, ძალიან უნიკალურ პრეცედენტს ვამკვიდრებდეთ სასამართლო პრაქტიკაში

ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, რომ არა მხოლოდ სამართლისა და სამართლიანობისთვის ვიბრძვით, არა მარტო კონკრეტული შედეგისთვის, არამედ შესაძლოა, ძალიან უნიკალურ პრეცედენტს ვამკვიდრებდეთ სასამართლოში, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე პრინციპული საკითხი, რაც ბერმუდაზე გავიდა, ეს არის დედა კომპანიასა და შვილობილ კომპანიას შორის ურთიერთობები.

„ხშირად ჩვენ ვიყენებთ სიტყვას ტრასს, რაც არის ბანკის სტრუქტურული ერთეული, რაც გამოიყენება ინვესტიციების განსაფენად, განსათავსებლად. ეს არ არის ისეთი კლასიკური საბანკო სისტემა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. რამდენიმე პრინციპული საკითხი, რაც ბერმუდაზე გავიდა, ეს არის ბანკს, დედა კომპანიასა და შვილობილ კომპანიას, ტრასტს შორის ურთიერთობები. საკუთრივ ბერმუდას ინდუსტრია, რომელიც 80-85% სწორედ ტრასტების სისტემაზეა დაუფუძნებული, ამან შექმნა გარკვეული მოლოდინი ერთგვარი რევოლუციისა ამ სისტემაში და თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ბერმუდა არის საერთო სამართლის იურისდიქციის ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს პრინციპი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაატარა, რამდენად დარჩება ძალაში, ამას დიდი გავლენა ექნება ინდუსტრიაზე და სინგაპურში გადაწყვეტილება მხოლოდ გაამყარებს ამ ხაზს. ამდენად, ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, რომ არა მხოლოდ სამართლისა და სამართლიანობისთვის ვიბრძვით, არა მარტო კონკრეტული შედეგისთვის, არამედ შესაძლოა, ძალიან უნიკალურ პრეცედენტს ვამკვიდრებდეთ სასამართლო პრაქტიკაში“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.