ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისზე“: სანამ ბერმუდაზე აპელაცია შედგებოდა, ბანკმა გაააქტიურა კომუნიკაცია, შექმნა მოლოდინი, რომ დავის მორიგებით დასრულების განწყობა იყო. ეს იყო მორიგების მცდელობის ილუზია

ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისზე“: სანამ ბერმუდაზე აპელაცია შედგებოდა, ბანკმა გაააქტიურა კომუნიკაცია, შექმნა მოლოდინი, რომ დავის მორიგებით დასრულების განწყობა იყო. ეს იყო მორიგების მცდელობის ილუზია

ვიქტორ ყიფიანმა „კრედიტ სუისსა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის ბანკის მიერ პირველი სასამართლოს წაგების შემდეგ მოლაპარაკებების მცდელობის დეტალები გაამხილა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ადვოკატმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ომის დროსაც მხარეებს შორის არის კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხზე. კომუნიკაცია ბანკთან სხვადასხვა ეტაპზე არსებობდა და მოლაპარაკებების ეს ფაქტი ერთ-ერთია იმ დიდ ჯაჭვში, რომელიც ამ არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს.

სანამ ბერმუდაზე აპელაცია შედგებოდა, ბანკმა გაააქტიურა კომუნიკაცია, შექმნა მოლოდინი, რომ დავის მორიგებით დასრულების განწყობა იყო. პრაქტიკულად მან ამით დრო მოიგო სწორედ იმისთვის, რომ აკრძალული ილეთები განავითარა, დახვეწა და უკვე აპელაციის დოს ჩვენ თვალწინ წარმოაჩინა. ჩვენ დავასკვენით და ერთ წერილში ვთქვით, რომ ეს იყო მორიგების მცდელობის მხოლოდ ილუზია. ეს ილუზია პრაქტიკულად დასრულდა იმ ვითარებით, რაც ჩვენ ბერმუდაზე ვიხილეთ“, - განაცხადა ყიფიანმა.