ირაკლი ჩიქოვანი: საჯაროდ გამოქვეყნდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, რომ მილიონი აშშ დოლარი აქვს დახარჯული გიული ალასანიას იმისთვის, რომ ე.წ. საერთაშორისო ინტერესი გამოეწვია

ირაკლი ჩიქოვანი: საჯაროდ გამოქვეყნდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, რომ მილიონი აშშ დოლარი აქვს დახარჯული გიული ალასანიას იმისთვის, რომ ე.წ. საერთაშორისო ინტერესი გამოეწვია

დღეს ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ 1 მილიონი დოლარი დაიხარჯა სააკაშვილის დასახსნელად, მე სხვაგვარად ვუყურებ ამ ყველაფრს, არა მხოლოდ სააკაშვილის დასახსნელად დაიხარჯა, არამედ საქართველოს საწინააღმდეგოდ დაიხარჯა ეს ფული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია და უფრო მძლავრად მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო, მოქმედებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვამბობდით, რომ ეს არის ორკესტრირებული, დაგეგმილი და ამაში ფულია გადახდილი, ბევრი ამას არ იჯერებდა და თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდიოდა ამის წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ეს ყველამ დაინახა. საჯაროდ გამოქვეყნდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, რომ მილიონი აშშ დოლარი აქვს დახარჯული გიული ალასანიას იმისთვის, რომ ე.წ. საერთაშორისო ინტერესი გამოეწვია. ეს იყო ეფექტი, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა. მათ დაქვემდებარებაში მყოფი მედია და სამწუხაროდ, ევროპელი პოლიტიკოსებიც აპელირებდნენ იმაზე, რომ მთელი მსოფლიო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის საკითხითო და ტაივანიდან დაწყებული აზიით დასრულებული ყველგან სააკაშვილზე იყო საუბარი, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო შეკვეთილი სტატიები. მთელი ეს პროცესი მიმართულია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და არა მარტო მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად, ისინი ამით ცდილობენ, დაუპირისპირდნენ საკუთარ სახელმწიფოს. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც „ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაშია და უფრო მძლავრად მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო, მოქმედებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.