ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს ამბობს პარლამენტში მუშაობაზე და რაიმე ფორმით ცდილობს ამ ყველაფრის გაფორმებას, მე მგონია, რომ ღალატობს საკუთარ ამომრჩეველს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მათ წარმოდგენა არ აქვთ დემოკრატიის ძირითად პრინციპებზე. სხვა პარტიებს ვუსურვებდი იმას, რომ თავი დაეღწიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგისგან, თავი დაეღწიოთ მათი ორბიტისგან, თუ ამას შეძლებენ და იმუშაონ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ უკეთეს საქართველოში ცხოვრება. ამის შესაძლებლობას ჩვენ ვაძლევთ და ამის შესაძლებლობა ჩვენ მათ არაერთხელ მივეცით. როდესაც იყო საქმიანი წინადადებები, ჩვენ ისინი გავითვალისწინეთ. თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც იყო საარჩევნო რეფორმა. იყო კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ასევე ვმუშაობდით და კონ კრეტული ოპოზიციონერი დეპუტატების წინადადებები გავითვალისწინეთ, მაგრამ ყველა არა. ჩვენ ზუსტად იმიტომ ვართ ხელისუფლებაში, რომ გვაქვს ჩვენი ხედვა და საზოგადოება ჩვენ გვაძლევს ხმას იმისათვის, რომ ეს ხედვა განვახორციელოთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.