"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ დღეს ბრალდებულთან პირველი შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.  

"ის არ ცნობს თავს დამნაშავედ და შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რა პოზიციაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. 20 თებერვალს ჩვეულებრივად გავაგრძელებთ პროცესს, სადაც თვითონაც მოიყვანენ და ჩვეულებრივად მოხდება სასამართლო პროცესის გაგრძელება. ეს არის მისი პოზიცია. ის არანაირ ბრალს, რაც შეეხება "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებას, არ აღიარებს", - განაცხადა ჯანაშიამ.