მიხეილ ყაველაშვილი: მასიმო დიანჯელო არის უძრავი ქონების იურისტი, ადამიანის უფლებების დარგში მას არ აქვს გამოცდილება. ამაზეც შეიძლება ითქვას, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ სააკაშვილი უკვე უძრავი ქონებაა

მიხეილ ყაველაშვილი: მასიმო დიანჯელო არის უძრავი ქონების იურისტი, ადამიანის უფლებების დარგში მას არ აქვს გამოცდილება. ამაზეც შეიძლება ითქვას, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ სააკაშვილი უკვე უძრავი ქონებაა

ადვოკატი მასიმო დიანჯელო, რომელიც, როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ლობისტად 2022 წლის ივლისიდან მუშაობს, არის უძრავი ქონების იურისტი, ადამიანის უფლებების დარგში მას არ აქვს გამოცდილება. ამაზეც შეიძლება ითქვას, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ სააკაშვილი უკვე უძრავი ქონებაა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„სამედიცინო ექსპერტებს გადაუხადეს თანხა, რომ მათ დაედოთ დასკვნები, თითქოს სააკაშვილს რამე სჭირს. ჩვენ ვნახეთ სასამართლო პროცესზე, როგორ უჭირდათ მათ ელემენტარულ კითხვებზე პასუხების გაცემა. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და დაინახა ნებისმიერმა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქემ. მარტივად შესაფასებელია, თუ რასთან გვაქვს საქმე. შეუძლებელი იყო, მხოლოდ ის 15 000 დოლარი ყოფილიყო გადახდილი ამ ინფორმაციის გატანაში, თითქოს სააკაშვილი ცუდად არის. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დიდი თანხა იქნება. სხვათა შორის, მასიმო დიანჯელო არის უძრავი ქონების იურისტი, ადამიანის უფლებების დარგში მას არ აქვს გამოცდილება. ამაზეც შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სააკაშვილი უკვე უძრავი ქონებაა. თუ თვალებში ნაცარს არ შევიყრით, ხომ დავინახავთ, რომ ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რომ ამ სახით იყოს სააკაშვილი დახსნილი ციხიდან“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.