მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11200 ადამიანს გადააჭარბა

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11200 ადამიანს გადააჭარბა

მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ თურქეთსა და სირიაში 11 200 ადამიანს გადააჭარბა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, მათ ქვეყანაში სტიქიას 8 574 ადამიანი ემსხვერპლა. 

სირიიდან მონაცემების მიღება საერთაშორისო მედიისთვის რთულია, თუმცა დადასტურებული მონაცემებით,  2 662 ადამიანი დაიღუპა.