დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტს რაღაც ზღუდავს და იძულებულია ასეთი განცხადება გააკეთოს

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტს რაღაც ზღუდავს და იძულებულია ასეთი განცხადება გააკეთოს

„ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სწორად ფორმულირებული პოზიცია არ გააჩნია.

„ზურაბიშვილი როდესაც ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, ეს რა თქმა უნდა, არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ქვეტექსტი - ვერ შეიწყალებს იმიტომ, რომ ტექნიკურად ეს არ გამოვა, არ არის ბოლომდე მისი მხრიდან სწორად ფორმულირებული პოზიცია. ანუ მას რაღაც უნდა, რაღაც ზღუდავს და იძულებულია ასეთი განცხადება გააკეთოს. რაც შეეხება თითქოსდა საზოგადოება წრეზე ტრიალებს, წრეზე რომ ვტრიალებდით და აქედან ვნახოთ გამოსავალი, სწორედ ამიტომ ყველაზე კარგი გზამკვლევი არის კანონის უზენაესობა და ევროპა სწორედ ამიტომაა მიმზიდველი, რომ იქ არის სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობაა დაცული და სამართლებრივად ხდებოდა და ახლოსაა ყველა ის საკითხი, რომელიც თითქოს წრეშია ჩაკეტილი. გამოსავალი ყოველთვის არის კანონის უზენაესობა და სამართალი“, - აცხადებს ხუნდაძე.