მრავალწლიანი დავა სამეფო ოჯახის ყოფილ და ამჟამინდელ წევრებს, ქეით მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, სანამ მეგანი ჰარისთან ერთად ამერიკაში გადასვლას და სამეფო ოჯახის დატოვებას გადაწყვეტდა.
როგორც გამოცემა The Sun იუწყება, განხეთქილების მიზეზი თავდაპირველად გოგონების “მოდური არჩევანი” გახლდათ.
ბრიტანელი დიზაინერი Erdem Moralioglu, რომლის სამოსითაც ქეითი და მეგანი საზოგადოებაში არაერთხელ გამოჩნდნენ, მათი ჩაცმულობების ავტორი ხშირად იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი მოდის სამოსთან პრივილეგია დიზაინერის მხრიდან პირველ რიგში ქეითს ჰქონდა, გოგონებს შორის დაძაბულობა უფრო მეტად გააღვივა.
ერდემის სამოსი შექმნის შემდეგ პირველად ქეითამდე მიდიოდა, შემდეგ კი უკვე მეგან მარკლი ნახულობდა. აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო ოჯახში არავინ არ ადასტურებს, თუმცა ფაქტები უკვე არაერთმა უცხოურმა გამოცემამ და ბრიტანულმა ტაბლოიდმა დაადასტურა.