დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „The Times” გაავრცელა ცნობა რომ კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელებმა ხორვატიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ 27 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩის შეძენა გადაწყვიტეს.
მიმდინარე საზაფხულო სატრანსფერო დღეების დასაწყისში მანჩესტერულ გუნდს კრიშტიანო რონალდოს, გარეთ ბეილისა ან სესკ ფაბრეგასის ყიდვა სურდა. დიდი მონდომების მიუხედავად ეს ტრანსფერები ვერ განახორციელეს.
ინგლისის პრემიერლიგის პირველობის გასული სეზონის გამარჯვებულები ამჟამად ლუკა მოდრიჩზე გადაერთვნენ. ისინი მზად არიან რომ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ „რეალს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ლუკა მოდრიჩი „სამეფო გუნდში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მის შესაძენად „რეალმა“ 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
ესპანეთის ჩემპიონატში მოდრიჩმა „რეალის“ მაისური 33 შეხვედრაში მოირგო და საკუთარ აქტივში სამი გოლი მიითვალა.
ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელისა და მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობის პოზიცია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამ შემოთავაზების შესახებ.