ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებაზე: მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დაბნეულია, მე მას ვურჩევდი, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებას კარგად გაეცნოს

ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებაზე: მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დაბნეულია, მე მას ვურჩევდი, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებას კარგად გაეცნოს

ეს არაადეკვატურობა იყო, მეტი არაფერი. ირაკლი კობახიძემ თქვა ის, რასაც მთელი გუნდი ვამბობთ და მთელი საზოგადოების განწყობაა, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის განცხადება, რომლის ადრესატიც ირაკლი კობახიძეა.

„პატიმარ სააკაშვილის შეწყალებას მოჰყვება დიახ, საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა. ეს ტონალობა რა საჭირო იყო, მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დაბნეულია, ან შეცდომაში ჰყავს ვიღაცას შეყვანილი. მე მას ვურჩევდი, რომ ბატონი კობახიძის განცხადებას კარგად გაეცნოს“, - აღნიშნა ზარქუამ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციული კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია.