ჰარი პოტერის სამყაროზე შექმნილ ვიდეოთამაშში პირველი ტრანსგენდერი პერსონაჟი გამოჩნდება

ჰარი პოტერის სამყაროზე შექმნილ ვიდეოთამაშში პირველი ტრანსგენდერი პერსონაჟი გამოჩნდება

ჰარი პოტერის მოყვარულები მალე ჰოგვორტსის თემატიკაზე შექმნილ ვიდეოთამაშს იხილავენ. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ვიდეოთამაშში, სახელად Hogwarts Legacy, ტრანსგენდერი პერსონაჟიც გამოჩნდება.

Hogwarts Legacy-ის ტრეილერი უკვე გამოვიდა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ თამაშის სიუჟეტი 1800-იან წლებში ვითარდება. ამიტომ Hogwarts Legacy-ში ჰარის, ჰერმიონს და რონის ვერ ვიხილავთ. თუმცა თამაშის მთავარი პერსონაჟი ძველ ჰოგვორტსში სწავლობს და მოთამაშეს მასთან ერთად მაგიის ათვისების საშუალება ექნება.

1800-იან წლების ჰოგვორტსში ტრანსგენდერ პერსონაჟსაც გავიცნობთ, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ჯადოქარია, თუმცა თავიდან ამის შესახებ სხვებმა არაფერი იციან. თამაშის შემქმნელების აზრით, ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში ტრანსგენდერის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი იმას უკავშირდება, რომ ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი ტრანსფობიაში არაერთხელ დაადანაშაულეს. თამაშის ავტორების თქმით, როულინგს Hogwarts Legacy-ის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.

Hogwarts Legacy 10 თებერვალს გამოვა. უკვე ვიცით, რომ თამაშის ძირითადი სიუჟეტური ხაზი წიგნის ანალოგიური არ იქნება. Hogwarts Legacy-ს ახალი პროფესორები, სტუდენტები, ბოროტმოქმედები, მენტორები და არსებები ეყოლებიან, თუმცა რამდენიმე უკვე კარგად ნაცნობ მოჩვენებასაც ვიხილავთ.