გინესის რეკორდების წიგნმა 30 წლის ბობი, რომელიც პორტუგალიაში ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ძაღლად აღიარა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ბობი სუფთა სისხლის პორტუგალიური მასტიფია. ამ ჯიშის ძაღლები საშუალოდ 12-14 წელს ცხოვრობენ, ბობის ასაკი კი 30 წელი და 270 დღეა. მანამდე მსოფლიოს ისტორიაში უხუცესი ძაღლი ავსტრალიელი ბლუი იყო, რომელმაც 29 წელი და 5 თვე იცოცხლა.
ბობი 1992 წლის მაისში დაიბადა. მისი პატრონი ლეონელ კოსტა მაშინ 8 წლის იყო. ოჯახში უკვე ბევრი ძაღლი ჰყავდათ, ამიტომ ბიჭის მშობლებმა ლეკვები ორმოში დატოვეს. მაგრამ ლეონელმა და მისმა ძმებმა ბობის გადარჩენა მოახერხეს და უფროსები მის სახლში დატოვებაზე დაითანხმეს.
დღეს ბობის სიარული უჭირს და ცუდად ხედავს. დროის უდიდეს ნაწილს კი ეზოში, 4 კატასთან ერთად ატარებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.