კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ People-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 36 წლის ჰარინგტონმა სასიხარულო ამბავი „ჯიმი ფელონის საღამოს შოუს“ სტუმრობისას გაამხილა.

ჰარინგტონი და ლესლი HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში ერთმანეთზე შეყვარებულ ჯონ სნოუსა და იგრიტის როლებს ასრულებდნენ. მსახიობებს შორის ნამდვილი გრძნობები გაჩნდა.

2018 წელს წყვილი შოტლანდიაში დაქორწინდა. პირველი შვილი - ბიჭი, მათ 2021 წელს შეეძინათ.