ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ბიონსე პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმა 32 გრემი მოიპოვა. მან უნგრელ-ბრიტანელი დირიჟორის, ჯორჯ სოლტის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 31-ჯერ იყო დაჯილდოებული.
წლის ალბომი ჰარი სტაილსის Harry's House-ი გახდა, საუკეთესო პოპ-დუეტად სემ სმიტისა და კიმ პეტრასის Unholy დაასახელეს. ამგვარად პეტრასი პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, ვინც ეს ჯილდო მიიღო. ლიზომ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის ჩანაწერი“ კომპოზიციისთვის About Damn Time. წლის სიმღერის ჯილდო კი ბონი რაიტს გადაეცა, სიმღერისთვის Just Like That.