2010 წელს მსოფლიო მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორებს დევიდ ფინჩერსა და ტომ ჰუპერს ლეგენდარული მუსიკოსი ფრედი მერკურის ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღება უნდა დაეწყოთ.
მერკურის როლის განსახიერება პოპულარულ კომიკოს საშა ბარონ კოენს შესთავაზეს. კოენი ამ წინადადებას დათანხმდა. სამწუხაროდ სურათის გადაღების დაწყების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ საშა ბარონ კოენს ფრედი მერკურის კოლეგებთან როჯერ ტეილორთან და ბრაიან მეისთან, აგრეთვე ფილმის რეჟისორებთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა.
კოენმა ამ პროექტში მუშაობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ფილმის გადამღები ჯგუფი ამჟამად მერკურის როლის ახალ შემსრულებელს ეძებს.