დიზაინერი, მოდის სახლ Paco Rabanne-ის დამფუძნებელი პაკო რაბანი (ფრანსისკო რაბანედა კუერვო) 88 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გარდაცვალების ფაქტი ბრენდის მფლობელი კომპანიის Puig-ის პრესმდივანმა დაადასტურა.
ესპანეთში დაბადებული ფრანგი დიზაინერი საფრანგეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.