კარდაშიანებს კონკურენტი გამოუჩნდათ — სილვესტერ სტალონეს ოჯახი რეალითი შოუს იწყებს

კარდაშიანებს კონკურენტი გამოუჩნდათ — სილვესტერ სტალონეს ოჯახი რეალითი შოუს იწყებს

კარდაშიანების შოუს შესაძლოა, 2023 წლის გაზაფხულზე კონკურენტი გამოუჩნდეს — ოსკაროსანი სილვესტერ სტალონე ოჯახთან ერთად რეალითი შოუს იწყებს, სახელად The Family Stallone.

მსახიობის ოჯახს ჰოლივუდში ისეც ყველა იცნობს, თუმცა, მალე მათ მთელი მსოფლიო ახლოს გაიცნობს. შოუ რვა სერიისგან შედგება და სილვესტერთან ერთად, მისი მეუღლის, ჯენიფერისა, და სამი შვილის — სოფიას, სისტინსა და სკარლეტის ცხოვრებაზე მოგვიყვება.

შოუს მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ 25-წლიანი ქორწინების შემდეგ სილვესტერი და მისი ცოლი დაშორებასაც კი აპირებდნენ 2022 წელს, რის შესახებაც პირველმა ჯენიფერმა განაცხადა.

განქორწინების შესახებ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე სტალონემ მხარზე ცოლის ტატუ გადაიკეთა და ჯენიფერის მაგივრად თავისი საყვარელი ძაღლის, ბუტკუსის, ტატუ გაიკეთა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად დასრულდა და წყვილმა დაშორება გადაიფიქრა. მეტიც, ახლა უკვე ერთად აპირებენ რეალითი შოუში მონაწილეობას და მსოფლიოსთვის თავიანთი ცხოვრების გაზიარებას.