კიმ ჩენ ინმა თავის ფავორიტ რაკეტას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა 

კიმ ჩენ ინმა თავის ფავორიტ რაკეტას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავის ფავორიტ რაკეტას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.

რაკეტა Hwasong-17-ს ჩრდილოეთ კორეის ეროვნული გმირის წოდების გარდა, „ოქროს ვარსკვლავის“ მედალიც მიენიჭა.

აქამდე ჩრდილოეთ კორეის ეროვნული გმირის წოდებას მხოლოდ ადამიანები ატარებდნენ, მათ შორის იყვნენ ქვეყნის მოქმედი ლიდერის ბაბუა - კიმ ირ სენი, მამა - კიმ ჩენ ირი, კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო, ლიბიის რევოლუციის ლიდერი მუამად კადაფი, იუგოსლავიელი რევოლუციონერი იოსიპ ბროზ ტიტო და კამბოჯის ყოფილი ლიდერი პოლ პოტი.