ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც თიკო სადუნიშვილს „იმედზე“ გადაცემა „თბილისი ლაივი“ მიჰყავდა. სწორედ მაშინ მოხდა დაპირისპირება თიკოსა და შორენა ბეგაშვილს შორის. ერთ-ერთ საღამოზე უცხო მამაკაცთან ერთად მისულ შორენას მიკროფონიანი თიკო შეეჩეხა და ჰკითხვა თუ ვინ იყო ეს მამაკაცი. შორენამ უპასუხა, რომ იგი მისი შეყვარებული იყო. - მაშინ აკოცეთ ერთმანეთს, - შესთვაზა ბეგაშვილს თიკომ. - კამერის წინ? - გაუკვირდა შორენას. - კამერის წინ უარესები არ გაგიკეთებია? - უპასუხა გადაცემის წამყვანმა.
მოგვიანებით, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გავიდა, თიკოს ამ რეპლიკას პროდიუსერმა შორენას ეროტიკული კადრები დაადო ერთ-ერთ ფილმიდან. როგორც ამბობენ, შორენა თიკოს ამის მერე დასანახად ვერ იტანს.
თიკო სადუნიშვილმა სწორედ ეს დეტალები გაიხსენა ინტერნეტტელევიზია HOT.GE-თან ინტერვიუში და აღიარა, რომ შორენას ეს ფაქტი ძალიან ეწყინა. ინტერნეტში ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შორენა ბეგაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
„თიკო, საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების სამ წამს (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა (მაგრამ შენ პირს რა დახურავს). ტელეკამერების წინ მე ბევრი რამე გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის. და შენ რა გგონია ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი? სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით? წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები? იფიქრე ბევრი სანამ შენ აზრებს გადმოაფრქვევ. ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული“.