მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს პოპის მეფის 26 წლის ძმისშვილი - ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯაფარი მაიკლის უფროსი ძმის, ჯერმეინის შვილია. ის 12 წლიდან მღერის და ცეკვავს. ჯაფარმა სოცქსელებში უკვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ბიძის ცნობილ პოზაში დგას.
ფილმის რეჟისორი ანტუან ფუკუა იქნება, სცენარისტი კი ჯონ ლოგანი. სურათის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.