მიხეილ სააკაშვილის წერილი ხაბეიშვილს: გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად - საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს.

„გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.