დიდ ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის კორონაციის ორგანიზატორები 90-იანების ლეგენდარულ პოპ-ჯგუფის Spice Girls-ის წევრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზატორებს სურთ, ჯგუფის ხუთივე წევრმა უინძორის სასახლესთან დაგეგმილ მეგა-კონცერტზე იმღერონ. გამოცემის წყაროს ცნობით, ორგანიზატორებს ძალიან უნდათ, რომ ლეგენდარული ჯგუფი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ნაწილი გახდეს, Spice Girls-ი კი მათ წინადადებას სერიოზულად განიხილავს.
მოლაპარაკებებს წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის შემდეგ, როდესაც ვიქტორია ბექჰემი, ემა ბანტონი, მელანი ბრაუნი, მელანი ჩიზჰოლმი და ჯერი ჰორნერი სცენაზე ერთად გამოვლენ.
მეფე ჩარლზის კორონაციის აღნიშვნა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საზეიმო ღონისძიებები 6 მაისს დაიწყება.