გიული ალასანია: მე არ შემიცვლია პოზიცია, ჩვენი თხოვნა ყოველთვის იყო გათავისუფლება, ან სასჯელის გადავადება

გიული ალასანია: მე არ შემიცვლია პოზიცია, ჩვენი თხოვნა ყოველთვის იყო გათავისუფლება, ან სასჯელის გადავადება

აუცილებელია მისი გაყვანა რადგან აქ, ადგილზე, შესაძლებლობები არ არის. მე არ შემიცვლია პოზიცია - ჩვენი თხოვნა ყოველთვის იყო გათავისუფლება, ან გადავადება, - ამის შესახებ გიული ალასანიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

კითხვას - ხომ ითხოვდნენ აქამდე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, გიული ალასანიამ ასე უპასუხა:

„ყველა ექიმი ამბობდა, რომ აქ ამის შესაძლებლობა არ არის და ამიტომ, უნდა გადაიყვანონ. ის ზრდასრული ადამიანია, და როგორც გადაწყვეტს“.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გუშინ, 29 იანვარს განაცხადა, რომ მათი თხოვნა მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა კი არა, სასჯელის გადავადებაა.