ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტი და კორუფცია იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოში აღარასდროს არ უნდა დაბრუნდეს

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტი და კორუფცია იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოში აღარასდროს არ უნდა დაბრუნდეს

სააკაშვილის განცხადება ჩვეულებრივი აღიარება იყო, რომ არის ერთი ჩვეულებრივი რგოლი სისტემაში და მას არანაირი დამოუკიდებელი თამაშის რესურსი არ აქვს და ასრულებს ვიღაცის დავალებებს, ის სხვისი დავალებების სამსახურშია თავიდან ბოლომდე, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.

„რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და კორუფციას, ეს იყო მისი რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოში აღარასდროს უნდა დაბრუნდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.