წერილი, სადაც ჩანს რატომ თქვა უარი პრინცესა დაიანამ Vogue-ის რედაქტორობაზე

წერილი, სადაც ჩანს რატომ თქვა უარი პრინცესა დაიანამ Vogue-ის რედაქტორობაზე

ვრცელდება ექსკლუზიური ინფორმაცია და წერილი, სადაც კარგად ჩანს, რატომ თქვა უარი პრინცესა დაიანამ, როდესაც შესთავაზეს 1996 წელს ყოფილიყო ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი მოდური გამოცემის Vogue-ის მიწვეული რედაქტორი. ჯერ კიდევ 2019 წლამდე, სანამ მეგან მარკლს შესთავაზებდნენ მსგავს პოზიციას, პრინცესა დაიანა გახდა პირველი წარმომადგენელი სამეფო ოჯახიდან, რომელსაც შესთავაზეს ეს წინანადება. ალექსანდრა შულმანმა სოციალურ მედიაში გაავრცელა დაიანას წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი სიმამაცისა, რაც მან მისი მოწვევის დროს გამოიჩინა, ყველასთვის უკეთესი იქნებოდა თუ ამ შემოთავაზებაზე უარს იტყოდა.

”დიდი მადლობა ამ წინადადებისთვის, შესანიშნავი იქნებოდა ვყოფილიყავი ბრიტანული Vogue-ის საშობაო გამოცემის მოწვეული რედაქტორი, მაგრამ არ ვიცი რამდენად შემიძლია თქვენი საქმისადმი პროფესიონალიზმის ემულაცია. ვფიქრობ ყველასთვის კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვი.

კიდევ ერთხელ მადლობა, რომ გამოიჩინეთ სიმამაცე და მიიღეთ გადაწყვეტილება მოგეწვიეთ”. – წერს წერილში პრინცესა დაიანა.

”ვფიქრობ, მან კარგად იცოდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შესანიშნავი იქნებოდა მასთან ერთად მუშაობა,  მაგრამ ისიც ბრძნული გადაწყვეტილება იყო, უარი რომ განაცხადა, იცოდა თავისი სიძლიერე და თავისი სისუსტე, ამიტომ მან პრობლემები შესაძლოა წინასწარ დაინახა” – ალექსანდრა შულმანი პრინცესა დაიანას გადაწყვეტილების შესახებ.