გელა ნიკოლაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე: მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა, მათი მიზანი სააკაშვილის მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია გათავისუფლება, რის შემდეგაც საზღვარგარეთ წავლენ

გელა ნიკოლაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე: მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა, მათი მიზანი სააკაშვილის მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია გათავისუფლება, რის შემდეგაც საზღვარგარეთ წავლენ

მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა და არა ის, რომ მაინცდამაინც მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში გააგრძელოს მკურნალობა, - ასე გამოეხმაურა გელა ნიკოლეიშვილი გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას - არამედ სასჯელის გადავადებას.

„საქართველოში ისედაც არიან, მათი მიზანი მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია - გათავისუფლება. ეს არის საბაბი და მერე როცა გათავისუფლდება, წავლენ საზღვარგარეთ. ვერც მოსამართლე და ვერავინ ვერ გააკავებს, იმიტომ რომ კანონით არავის აქვს უფლება, რომ თუ გადაუვადდება ან გათავისუფლდება, შეუზღუდონ ქვეყნიდან გასვლა“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

სასჯელის გადავადების სანაცვლოდ, სააკაშვილმა შესაძლოა მკურნალობის კურსი საქართველოში გაიაროს. არადა სააკაშვილის გარემოცვა არც თუ შორეულ წარსულში იმას ირწმუნებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის კლინიკებს, მსჯავრდებულის სამკურნალოდ რესურსი არ ჰქონდა. შეცვლილი პოზიცია მედიას დღეს სააკაშვილის დედამ გაუზიარა.