ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს - ქალბატონმა გიულიმ ამისკენ უნდა მოუწოდოს თავის შვილს

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს - ქალბატონმა გიულიმ ამისკენ უნდა მოუწოდოს თავის შვილს

პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას და მიიღოს ის საკვები არის დადგენილი. ქალბატონმა გიულიმ ამისკენ მოუწოდოს თავის შვილს და ძალიან დავალებულები ვიქნებით ყველა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვასნას - არამედ სასჯელის გადავადებას.

„მერამდენედ უნდა ამხილონ თავიანთი თავი ამ სიცრუეში. 1. ადამიანზე ამბობდე, რომ აქვს დემენცია, არის არაადეკვატური და ა.შ. - ადამიანი, ჩვენებებს აძლევს საერთაშორისო ჟურნალისტებთან ინტერვიუებში, ამხელს თავისი გუნდის ნაწილს, ვინ უღალატა, ვინ რუსული ინტერესების დამკვეთია. ამის ანალიზს აკეთებს და არ მგონია მას დემენციის რამე ეტყობოდეს. 2. მთელი ეს თვეები გვიმტკიცებდნენ, რომ ისეთი დაავადება სჭირს, რომ მისი გადაყვანა საზღვარგარეთაა აუცილებელი, ახლა კი თვითონ თქვეს - საზღვარგარეთ კი არა, გავათავისუფლოთო და აქ თვითონ აირჩეს კლინიკას სადაც იმკურნალებსო. ქალბატონ გიულის უნდა ვუთხრათ, რომ პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია, თავისუფლად გადაადგილდება, მოძრაობს და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას და მიიღოს ის საკვები და ის კალორაცია რაც არის დადგენილი. ამისკენ მოუწოდოს თავის შვილს და ძალიან დავალებულები ვიქნებით ყველა“, - განაცხადა ზარქუამ.

სასჯელის გადავადების სანაცვლოდ, სააკაშვილმა შესაძლოა მკურნალობის კურსი საქართველოში გაიაროს. არადა სააკაშვილის გარემოცვა არც თუ შორეულ წარსულში იმას ირწმუნებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის კლინიკებს, მსჯავრდებულის სამკურნალოდ რესურსი არ ჰქონდა. შეცვლილი პოზიცია მედიას დღეს სააკაშვილის დედამ გაუზიარა.