ამერიკულმა კომპანია „Pollstar”-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა 21-ე საუკუნის პირველი ათი წლის საუკეთესო მუსიკოს შემსრულებლების სია. ამ ნუსხას საფუძვლად დაედო ალბომების გაყიდვისა და საკონცერტო შემოსავლებიდან შემოსული თანხების რაოდენობა.
ამ ჩამონათვალის სათავეში კანადელი მომღერალი სელინ დიონი მოექცა. ბოლო ათი წლის განმავლობაში საკუთარი ალბომების გაყიდვით მუსიკოსმა 225,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ჩატარებული კონცერტებით მიღებულმა თანხამ კი 522,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
არ ვიცი გაგიგიათ თუ არა ქანთრის სტილით მომღერალი კენი ჩესნი. ეს მუსიკოსი საპატიო მეორე საფეხურზე დამკვიდრდა.
მესამეზე აღმოჩნდა ჯგუფი „Dave Matthews Band”.
ლეგენდარული „ბითლზის” შემოქმედებაზე მსოფლიოში კვლავ დიდი მოთხოვნილებაა. მათი ალბომები დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს და წარმატებულ მუსიკოსთა სიაში მეოთხე ადგილი დაიკავეს.
მეხუთეზე ჯგუფი „U2” დამკვიდრდა.
შემდეგი პოზიციები კი შემდეგნაირად განაწილდა.
6. ტობი კიტი
7. ბრიუს სპრინგსტინი
8. “The Rolling Stones”
9. ტიმ მაკგრო
10. ბრიტნი სპირსი